სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მან მანჰეტენის უზენაესი სასამართლოს წინაშე გამოსვლისას თქვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვაინშტეინს ბრალდების მხარე 70-ზე მეტი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.
25 მაისს ის პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გათავისუფლდა.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation