ახალციხეში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც პროკურატურა რძალსა და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაში ადანაშაულებს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესზე მხარეებმა საპროცესო გარიგების შესახებ მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენეს. გოჩა ბლუაშვილმა ბრალი სრულად აღიარა. შემდეგ კი პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის საპროცესო გარიგებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და მოსამართლეს მისი დამტკიცება სთხოვა.
გოჩა ბლუაშვილს 1 წლით პირობითი მსჯავრი და 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
9 აპრილს, სოფელ დვირში, გოჩა ბლუაშვილმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლესა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ, ბრალდებულის ძმამაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
Using materials of the site the reference on GINSC with the indication of the author is obligatory The Portal GINSC is supported by the Kvinna til Kvinna Foundation