Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

სუდანში სასიკვდილო განაჩენი გაუუქმეს გოგოს, რომელმაც მოძალადე ქმარი თავდაცვისას მოკლა

Category: Gender based violence 
2018-06-27

სუდანში სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გააუქმა 19 წლის ნურა ჰუსეინს, რომელმაც მოძალადე ქმარი თავდაცვისას მოკლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის განაჩენი ხუთწლიანი პატიმრობით შეიცვალა.

 

10 მაისს შარიათის სასამართლომ ნურა ჰუსეინი ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯა. 

 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ჰუსეინს მამა აიძულებდა დაქორწინებას უცნობ კაცზე, მაგრამ მან წინააღმდეგობა გაუწია და დეიდასთან გაქცევა მოახერხა. სამი წლის შემდეგ მამამ სთხოვა გოგონას დაბრუნებულიყო და პირობა მისცა, რომ არ აიძულებდა დაქორწინებას. გოგონა დათანხმდა, მაგრამ სახლში დაბრუნებისას მიხვდა, რომ მოატყუეს. ქორწინება მაინც შედგა.

 

სასამართლოში გოგო ყვებოდა, რომ ქმრის ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე სიტყვებით, ქმარმა ის გააუპატიურა მაშინ, როდესაც ბიძაშვილებს გაკავებული ჰყავდათ. ჰუსეინის თქმით, როდესაც ქმარმა მეორე დღეს იმავეს გამეორება სცადა, მას დანა დაარტყა.
 

სუდანში, სადაც ფართოდ გავრცელებულია იძულებითი ქორწინება, გოგონებს ზოგჯერ 10 წლის ასაკში აქორწინებენ. გაუპატიურება კი ქორწინების შემდეგ  არ ისჯება კანონით.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ნურა ჰუსეინის მხარდასაჭერად ონლაინკამპანია #JusticeforNoura (#სამართლიანობანურასთვის) წამოიწყო, რომელშიც არაერთი ცნობილი ადამიანი იყო ჩართული.

 

 

 

 


Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker