Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგელბი გამართულ კონსულტაციებში

Category: Gender in the world 
2018-10-03

27 სექტემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგელბი გამართულ კონსულტაციებში: ქალები, მშვიდობა უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საქმიანობა.


 

სამოქალაქო საზოგადოების, გაეროს სააგენტოებისა და მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად კონსულტაციებში ჩაერთო მსახიობი კირსტენ ბელი, რომელიც კეთილი ნების ელჩის მანდატით გლობალურად მუშაობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის პროგრამების მხარდასაჭერად.

 

 

"ადამიანებმა რომლებმაც განიცადეს კონფლიქტი ყველაზე კარგად იციან, თუ როგორ უნდა უპასუხონ კონფლიქტის შედეგებს. მე მჯერა ცვლილებების და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ძალის, რომელსაც ცვლილებების გამოწვევა შეუძია", აღნიშნა კრისტენ ბელმა.

 

 

კონსულტაციების შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთზოებაზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს ირლანდიის ვიცე პრემიერ მინისტრმა, ავსტრალიის, კანადის, ნორვეგიის, ავსტრიის დელეგაციების წარმომადგენლებმა. როგორც ირლანდიის ვიცე პრემიერ მინისტრმა საიმონ კოვენმა აღნიშნა, გაეროს რეზოლუციებს შორის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რეზულუციები ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნია. თუმცა, გაეროს სამშვიდობო მისიებში ჯერ კიდევ მხოლოდ 4 პროცენტია ქალი და 1% - ზე ნაკლებია ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული დახმარება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. საომონ კოვენმა, ირლანდიის მთავრობის სახელით ხანგრძლივი მხარდაჭერა აღუთქვა სამოქალაქო საზოგადოებისა და გაეროს სააგენტოების პარტნიორობას რეზოლუციების განსახორციელებლად.

 

დეზირე შვაიცერმა, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პლატფორმების არსებობას და ინფორმაცია მიაწოდა ვენაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად რეზოლუცია 1325 სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის წარმატებული პროცესის გამოცდილება გაუზიარა საერთაშორისო პარტნიორებს.


შეგახსენებთ, რომ გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ქალთა  საინფორმაციო   ცენტრმა დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 ინტეგრირების პროცესი. საქართველოს  ყველა მუნიციპალიტეტში  შეიქმნა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები, რომელსაც საფუძვლად  დაედო   ადგილობრივი საჭიროებების  გამოვლენა გენდერულ ჭრილში.  შემუშავდა  გენდერული თანასწორობის სამოქმედო  გეგმები, სადაც მოხდა  რეზოლუცია 1325 ასპექტების გათვალისწინება, კერძოდ 34  მუნიციპალიტეტში. დღეს  საქართველოში მიმდინარეობს  სამოქმედო გეგმების შიდა  განხილვები და  დამტკიცების  პროცესი.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker