Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიის ლაურეატები წელს სვეტლანა ალექსიევიჩი და ბინალაქშმი ნეპრამი გახდნენ

Category: Gender in the world 
2018-10-05

2006 წლიდან (ამ წელს მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია) უფლებადამცველი ორგანიზაცია "ხელი გაუწოდე ყველა ქალს ომში" (RAW in War - (Reach All Women in War) გასცემს პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიას.

 

ჯილდო წელს მეთორმეტეჯერ გაიცემა და მისი ლაურეატები  უფლებადამცველი ინდოეთიდან ბინალაქშმი ნეპრამი და ბელარუსიელი გამომძიებელი ჟურნალისტი, მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი გახდნენ. როგორც ოფიციალურ რელიზში წერია მათ ეს ჯილდო „თავიანთ რეგიონებში  შეიარაღებული კონფლიქტების დროს უსამართლობის, ძალადობის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაბედული ქმედებების გამო“ მიიღეს.

 

 

ბინალაქშმი ნეპრამი წარმოშობით ინდოეთის შტატ მანიპურიდანაა, რომელშიც კონფლიქტი 70 წლის განმავლობაში გრძელდება. 2007 წელს, უფლებადამცველმა შექმნა ორგანიზაცია "ქალები მანიპურიდან - შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლები" (Manipur Women's Gun Survivors Network), რომელიც 20,000 დაზარალებულ ქალს დაეხმარა. სიცოცხლის მოსპობის საფრთხის გამო, ნეპრამი იძულებული გახდა დაეტოვებინა ინდოეთი.

 

 

 

სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა "მრავალხმოვანი შემოქმედებისთვის". ის მრავალი წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში  უსამართლობას ეწინააღმდეგება და ყველა იმ ადანიანის სახელით ლაპარაკობს, ვინც წარსულში და აწმყოში კონფლიქტის მსხვერპლია. იგი ღიად აკრიტიკებს ყირიმის ანექსიას, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და უკრაინაში მზარდ ნაციონალიზმს.

 

 

დაჯილდოვების ცერემონიალი ლონდონში 2019 წლის მარტში ჩატარდება და  ქალთა მსოფლიო ფესტივალის ნაწილი გახდება.

 

 

ორგანიზაცია RAW in War 2006 წელს დააარსა მარიანა კაცაროვამ, რომელიც მანამდე ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალში“ მუშაობდა რუსეთისა და ჩეჩნეთის საკითხებზე. მისივე იდეა იყო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიის შემოღება.

 

ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიით დაჯილდოვებულებს შორის იყო პოლიტკოვსკაიას მეგობარი, უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვა, რომელსაც 2007 წელს მიენიჭა ეს ჯილდო. 2009 წელს ესტემიროვა მოკლეს.

2013 წელს პრემია პაკისტანელმა აქტივისტმა და უფლებადამცველმა მალალა იუსაფზაიმ მიიღო.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker