Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ქალები რეკორდული რაოდენობით მოხვდნენ

Category: Gender in the world 
2018-11-08

6 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 90 ქალი შევიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.  ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა, ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, 100-ს გადააჭარბებს. არჩევნებში კი სულ 237 ქალი მონაწილეობდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ ბოლო ორ წელიწადში ქალთა აქტივიზმი  გამოიწვია და ისინი პოლიტიკაში წავიდნენ. პენსილვანიის შტატს, რომელიც აქამდე მხოლოდ კაცებს ირჩევდა, ახლა ოთხივე წარმომადგენელი ქალი ეყოლება. აიოვაშიც კი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტმა ტრამპმა მოიგო, ორმა დემოკრატმა ქალმა რესპუბლიკელ კანდიდატ კაცებს მანდატები დაათმობინა.

 

 

ასევე წელს კონგრესში პირველად შევლენ მუსლიმები, - რაშიდა თლაიბი წარმოშობით პალესტინელია, ილჰან ომარი კი სომალელი. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ისტორიაში პირველი მუსლიმი ქალი წევრები იქნებიან. ასევე ამერიკელი პოლიტიკოსი 29 წლის ალექსანდრა კორტესი, რომელიც კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდება.

 

რელიგიური მრავალფეროვნების გარდა, კონგრესში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელიც მოხვდა. კოლორადოს შტატის გუბერნატორის პოსტს დემოკრატიული პარტიიდან ჰომოსექსუალი ჯარედ პოლისი დაიკავებს.

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ჩატარდა. შედეგად, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ,თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს.

 

 

წარმომადგენელთა პალატა 435 წევრისგან შედგება. წინა არჩევნებზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 84 ქალი იყო არჩეული.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker