Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქალთა და გოგონათა უფლებებთან დაკავშირებული ოთხი ყველაზე ცუდი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვლინდა

Category: Gender in the world 
2018-12-05

წელს, მეათეჯერ გამოცხადდა „გენდერული სამართლიანობის“ ჯილდოს მფლობელები. ჯილდო საერთაშორისო ორგანიზაციამ Women's Link Worldwide–მა  დააარსა და ის გადაეცემა იმ სასამართლოს მსოფლიოში, რომელმაც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საუკეთესო ან ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

2018 წელს, ქალთა და გოგონათა უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე ცუდი გადაწყვეტილების გამოტანის გამო ჯილდო ოთხ სასამართლოს გადაეცა– ესპანეთის, ელ – სალვადორის, მექსიკის და სუდანის.

 

სუდანის სასამართლოს „ჯილდო“ მიენიჭა, 19 წლის ნურა ჰუსეინის საქმეზე განაჩენის გამო.  ნურა ჰუსეინი მოძალადე ქმრის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.   სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გააუქმა და  პირველი ინსტანციის განაჩენი ხუთწლიანი პატიმრობით შეცვალა.

 

სუდანში, სადაც ფართოდ გავრცელებულია იძულებითი ქორწინება, გოგონებს ზოგჯერ 10 წლის ასაკში აქორწინებენ. ქორწინების შემდეგ  გაუპატიურება კი არ ისჯება კანონით.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ნურა ჰუსეინის მხარდასაჭერად ონლაინკამპანია #JusticeforNoura (#სამართლიანობანურასთვის) წამოიწყო, რომელშიც არაერთი ცნობილი ადამიანი იყო ჩართული.

 

 

 

 

 

 

„ჯილდო“ ესპანეთის სასამართლოსაც გადაეცა. საქმე ეხებოდა 18 წლის ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული 5 მამაკაცისთვის გამოტანილ განაჩენს. სასამართლომ მათ სექსუალური ძალადობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
5-მა მამაკაცმა ქალი, პამპლონაში ფესტივალის მიმდინარეობისას გააუპატიურა და ძალადობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გაავრცელა. დანაშაულს ესპანეთში დიდი რეზონანსი მოჰყვა.  ესპანეთის დიდ ქალაქებში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებიც გაიმართა.  დემონსტრანტები ბრალდებული მოძალადეების განაჩენის ავტორი მოსამართლეების გადაყენებას ითხოვდნენ და მიიჩნევდნენ, რომ სასამართლო მათ მიმართ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.

 

 

ელ-სალვადორის სასამართლო, ასევე შევიდა იმ სასამართლოების სიაში, სადაც ქალთა და გოგონათა უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებიბი არის მიღებული. ელ-სალვადორში აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია, თუნდაც ქალი გაუპატიურების დროს დაორსულდეს და ეს ოპერაცია  30 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„გენდერული სამართლიანობის“ ჯილდოს მფლობელები წელს ესპანეთის, კენიის და არგენტინის ექსპერტებმა აირჩიეს.

 

 


 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker