Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გარდაიცვალა უხუცესი რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა

Category: Gender in the world 
2018-12-10

"მოსკოვში, 91 წლის ასაკში, უხუცესი რუსი უფლებადამცველი და აქტივისტი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა განვითარების საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა“– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭო ავრცელებს.

 

"იმის მტკიცება, რომ ჩვენ ის დაგვაკლდება, იმას ნიშნავს, რომ არაფერი არ ვთქვათ. ის ბოლო მომენტამდე ადამანის უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტად დარჩა. ეს არის საშინელი დანაკარგი მთელი ადამიანის უფლებათა მოძრაობისთვის რუსეთში", - განაცხადა რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ ფედოტოვმა.

 

აღსანიშნავია, რომ ლუდმილა ალექსეევა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა განვითარების საპრეზიდენტო საბჭოს წევრად სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე აირჩიეს.

 

ალექსეევამ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, საბჭოთა კავშირში, 1950 წელს დაიწყო. პროფესიით არქეოლოგი ალექსეევას ბინა საბჭოთა კავშირში დისიდენტი ინტელიგენციის თავშეყრის და აკრძალული ლიტერატურის შენახვის და გავრცელების ადგილი იყო.

 

1968 წელს იგი კომუნისტური პარტიიდან გააგდეს მისი აქტივიზმის გამო. 1976 წელს ალექსეევამ დაარსა ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის წევრებიც დაარსებიდან ერთ წელიწადში დააპატიმრეს ან გადაასახლეს.

 

1977 წელს გამოჩენილი უფლებადამცველი აშშ-ში გადასახლდა, სადაც განაგრძო ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა. ის რუსეთში 1993 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბრუნდა და პუტინის ხელისუფლების კრიტიკა განაგრძო.

2006 წელს ალექსეევა წინ აღუდგა ქართველი მოქალაქეების რუსეთიდან მასობრივ დეპორტაციას. ალექსეევა მწვავედ აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ომს, 2014 წელს მან გააკრიტიკა მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, მომდევნო წელს კი ბორის ნემცოვის სიკვდილს "საზარელი პოლიტიკური მკვლელობა" უწოდა.

უფლებადამცველის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ცნობილი არაა.


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker