Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგი გამოაქვეყნა

Category: Gender in the world 
2018-12-19

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 94–ე ადგილიდან (2017) 99–ე გადაინაცვლა.

 

ანგარიში 149 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი.

 

იმის გამო, რომ რეიტინგი 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დგება, თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე შეფასება და ინდექსი ენიჭება ქალთა ჯანდაცვის, მათი პოლიტიკური ჩართულობის, ეკონომიკის სფეროში აქტიურობისა და განათლების კუთხით.

 

საქართველოში სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელის ინდექსი 85–ია (2017 – 75–ე). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა (123) და პოლიტიკური გაძლიერების (119) კუთხით აქვს. განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსი კი 81–დან 60–ე გადაინაცვლა.

 

 

 

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, იმისათვის რომ მსოფლიოში მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას, მათ შორის ქალსა და კაცს შორის ეკონომიკური უთანასწორობის დასაძლევად კაცობრიობას კიდევ 202 წელი დასჭირდება.  გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში, ჯანდაცვაში და განათლების სფეროში ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 0,1%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიტეტის მისაღწევად საჭიროა კიდევ 108 წელი. ეკონომიკური შესაძლებლობები ყველაზე დიდ პრობლემად რჩება ამ სფეროში.

 

„გლობალურ მასშტაბით ჩვენ ვხედავთ, რომ არ არსებობს ერთი ქვეყანაც კი, რომელმაც მიაღწია გენდერულ თანასწორობას, მიუხედავად განვითარების დონისა“, - განაცხადა გაეროს სტრუქტურა „გაერო-ქალების“ დირექტორმა ანა-კარინ ჯატფოსმა.

 

 

ანგარიშის მიხედვით რეიტინგის ლიდერები ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთია.  ყველაზე დაბალ პოზიციებს იკავებენ საუდის არაბეთი, ირანი, ჩადი, სირია, ერაყი, პაკისტანი და იემენი.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker