Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა

Category: Sport 
2018-12-27

რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

სამინისტრომ  საუკეთესოები 14 ნომინაციაში გამოავლინა.

 

2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა. გამარჯვებულის სახელზე პრიზი სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ ჩაიბარა.

 

ოძელაშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია სამბოში, სამინისტროს ცნობით — პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში.

 

წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. ლაშა ტალახაძე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დააჯილდოვა. მისი თქმით, 2018 წელი ყველაზე წარმატებული იყო ქართული სპორტის ისტორიაში.

 

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გახდა ლევან საგინაშვილი (მკლავჭიდი), საუკეთესო მსაჯად დასახელდა ელისო ბედოშვილი (მხატვრული ტანვარჯიში).

 

წლის საუკეთესო ფედერაციად საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აღიარეს. საუკეთესო გუნდის პრიზი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გადაეცა. წლის მენეჯერად აღიარეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საუკეთესო მსაჯად - ელისო ბედოშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), საუკეთესო მწვრთნელად - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა). წლის საუკეთესო პარასპორტსმენები კი გახდნენ ირმა ხეცურიანი (პარაფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (პარაძიუდო).


2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდებაზე წარდგენილი იყვნენ:

 

  • ნინო ოძელაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში, პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში)
  • ელენე ქებაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში)
  • ნანა ძაგნიძე (მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი)
  • ანასტასია გოტფრიდი (ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში)
  • ლიზი კილაძე (ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)
  • ნინო ხუციბერიძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker