Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გაერო: მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 12 მილიონი არასრულწლოვანი ქორწინდება

Category: Gender in the world 
2019-01-25

როგორც გაეროში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ათი წლის განმავლობაში 15%-ით შემცირდა ქალთა რაოდენობა, რომელიც 18 წლის ასაკამდე დაქორწინდა, ბავშვთა ქორწინების ფენომენის სრულ აღმოფხვრამდე ჯერ კიდევ შორია. ყოველ წელს კი, დაახლოებით 12 მილიონი გოგონა ქორწინდება.

 

მსოფლიოს ქვეყნების 88%-ში, ქორწინების მინიმალური ასაკი ოფიციალურად 18 წლით არის განსაზღვრული, თუმცა 100-ზე მეტ ქვეყანაში, კანონმდებლობა კვლავაც იძლევა არასრულწლოვანთა ქორწინების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვთა ქორწინება გამართლებულია რელიგიური სამართლის ნორმებით.

 

ადრეული ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან აზიის, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ბავშვთა ქორწინება ასევე გვხვდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ცენტრალურ აზიაში. ამ რეგიონში გოგონები ხშირად გატაცების და იძულებითი ქორწინების მსხვერპლები ხდებიან.

 

"ჩვენთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალები თანხმდებიან ქორწინებაზე სექსუალური ძალადობის, გატაცების, მოძალადის ზეწოლის შემდეგ ", - აცხადებს CEDAW კომიტეტის წევრი საქართველოდან, ლია ნადარაია.

 

თავის კოლეგებთან ერთად, ყირგიზეთის 14 ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ნადარაიამ ჩაატარა გამოძიება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.  გამოძიებამ გამოავლინა ქალთა უფლებების სისტემატური დარღვევები, რომელიც დაკავშირებული იყო ქალთა იძულებით ქორწინებასა და გატაცებებთან.

 

გასული წლის ბოლოს, გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ დამატებითი ზომების ამოქმედების მიზნით. რეზოლუციის ავტორებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ ადრეული და იძულებითი ქორწინება ქალების დისკრიმინაციისა და ძალადობის ფორმაა.

 

გოგონები, რომლებსაც აიძულებენ ქორწინებას, ხშირად სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან თავიანთი პარტნიორების მხრიდან. გარდა ამისა, ისინი ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც არ არიან მზად ორსულობისა და მშობიარობისთვის.  ხშირად, ადრეული ქორწინება შეუძლებელს ხდის გოგონებისთვის განათლებაზე წვდომას, რაც მხოლოდ აძლიერებს მათ დამოკიდებულ და დაუცველ მდგომარეობას.

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker