Category: Exclusive 2019-03-12
2018 წლის 11 თებერვალს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერის მუნიციპალიტეტში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.
შეხვედრა ჩატარდა კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივითა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სოფელ პერევში.
სოფელ პერევში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონსულტაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტში შექმნილ 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართეს. გამოიკვეთა გამოწვევები და საჭიროებები, რომელიც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე ჯგუფის წევრებმა მუშაობის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
პროექტის შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ განხორციელება. პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო. პროექტის შედეგად მოხდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების გათვალისწინება მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის გეგმებში, ერთობლივი მუშაობა ამ გეგმების რეალიზაციაზე.
პროექტი აგრძელებს იმ სამუშაოს, რომელიც დაწყებულია ათივე მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწის, გენდერული საბჭოების გაძლიერების კუთხით და მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართვისკენ ამ საბჭოების მუშაობაში. პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობითა და მხარდაჭერით.
|