Category: Gender based violence 2019-05-29
ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი მზადაა ქალებს, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში დებენ ბრალს, $ 44 მილიონი გადაუხადოს. თუმცა, მათ შორის ვინც არ დათანხმდა ამ წინადადებას მსახიობი ეშლი ჯადი აღმოჩნდა.
"ჩემი სარჩელი #Harveyweinstein-ის წინააღმდეგ ძალაშია და ვაპირებ მას სასამართლოში მოვუგო,"- დაწერა ჯადმა თავის Tweet-ის გვერდზე.
2017 წელს ეშლი ჯადი ერთ–ერთი პირველი იყო იმ ჰოლივუდელ ქალებს შორის, ვინც ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ბრალდებები. საერთო ჯამში კი ყოფილი პროდიუსერი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 80-მდე ქალმა დაადანაშაულა.
2019 წელს კალიფორნიის სასამართლომ უარი თქვა სექსუალური შევიწროების შესახებ სარჩელზე, რომელიც ჯადმა ვაინშტეინის წინააღმდეგ შეიტანა.
სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქმის გარემოებები არ შეესაბამება კანონის იმ მუხლს, რომლითაც სარჩელი იქნა შეტანილი და არაფერი აქვს საერთო იმის დადგენასთან, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ეშლი ჯადის მიმართ სექსუალურ შევიწროებას “ამ სიტყვის ყოფითი გაგებით“.
რაც შეეხება ეშლი ჯადის სხვა სარჩელს ვაინშტეინის წინააღმდეგ, რომელიც მის კარიერაში უარყოფით ჩარევას ეხება, კვლავ სასამართლოს განხილვაში რჩება.
|