Category: Gender based violence 2019-07-05
საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც კრძალავს ბავშვთა ფიზიკურ დასჯას და გახდა 56-ე ქვეყანა, სადაც მიღებულია ამგვარი აკრძალვები.
სენატში გამართულ საბოლოო კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას ერთხმად მხარი ყველა სენატორმა დაუჭირა. მიღებული კანონი ასევე კრძალავს ბავშვების დამცირებას და დაცინვას.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ბავშვების დამცირება და ცემა მათში დაბალი თვითშეფასების გაჩენას, ანტისოციალური ქცევისკენ მიდრეკილებას და სხვა ნეგატიურ ქმედებებს იწვევს.
კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე ასოციაციამ Fondation pour l’Enfance გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც მშობლების 85%-ს „ჭკუის სწავლების მიზნით“ ფიზიკური დასჯის ჩვევა აქვს.
საფრანგეთი ერთ-ერთი იყო ევროპის 5 ქვეყნიდან, სადაც ასეთი კანონი არ მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ბავშვთა მიმართ ძალადობას ისედაც კრძალავდა, თუმცა სამართლის დონეზე მშობლებს „ბავშვების ქცევის გამოსწორების“ უფლება ჰქონდათ. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები საფრანგეთს ხშირად აკრიტიკებდნენ.
|