Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ვენეციის კინოფესტივალს სექსიზმში ადანაშაულებენ

Category: Women and Culture 
2019-07-26

ვენეციის რიგით 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე 21 რეჟისორის ფილმი შეირჩა, აქედან მხოლ ორი ქალი რეჟისორის - ჰაიფა ალ-მანსური ფილმით  "იდეალური კანდიდატი" და შენონ მერფი ფილმით "სარძევე კბილი".

 

ამ თვალსაზრისით, კინოფესტივალისთვის ეს უპირობო პროგრესია, რადგან გასულ წელს მხოლოდ ერთმა ქალმა რეჟისორმა (ჯენიფერ კენტი ფილმით „ბულბული“) მიიღო მონაწილეობა ფესტივალი საკონკურსო პროგრამაში.

 

 

შედარებისთვის წელს კანის კინოფესტივალზე ოთხი, ხოლო ბერლინის კინოფესტივალზე შვიდი ქალი რეჟისორის ფილმები იყო წარმოდგენილი.

 

 

სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე აღნიშნავენ, რომ გენდერული დისბალანსის ფონზე მოწვეულ რეჟისორთა შორის რომან პოლანსკია, რომელიც არაერთხელ დაადანაშაულეს არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში.

 

 

ორგანიზაცია „ქალები და ჰოლივუდი“ დამფუძნებელმა მელისა სილვერსტეინმა თავის ტვეტერზე დაწერა: "1 მოძალადე და 2 ქალი რეჟისორი #Venezia76-ზე. რამე ხომ არ გამომრჩა?".

 

 

 

 

 

 

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ანიტა სინგმა კი შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "ორი რეჟისორი ქალი 21-დან და წითელი ხალიჩა რომან პოლანსკისთვის. ბრწყინვალე სამუშაოა, ვენეცია. "

 

აღსანიშნავია, რომ ვენეციის რიგით 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი არგენტინელი რეჟისორი ლუკრესია მარტელი იქნება. იგი ფესტივალის ისტორიაში მეშვიდე ქალია, რომელსაც აღნიშნული პატივი ხვდა წილად.

 

 

კინოფესტივალის მხატვრულმა ხელმძღვანელმა ალბერტო ბარბერამ ლუკრესია მარტელს ლათინური ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალი რეჟისორი უწოდა. მისივე თქმით, მარტელმა მხოლოდ ოთხი სრულმეტრაჟიანი სურათითა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმით შეძლო აღიარების მოპოვება.

 

შეგახსენებთ, რომ ვენეციის რიგით 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება 2019 წლის 28 აგვისტოს.

 


 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker