Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

შსს - 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება

Category: Gender based violence 
2019-10-18

"ნუ წაართმევ ბავშვობას“ - ამ სახელწოდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.
 
აღნიშნული კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირების ნაკლებობა.
 
უწყების ცნობით, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, ადგილობრივი პოლიციელები, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
კამპანიის ფარგლებში დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.
 
საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker