Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ბანგლადეშში 19 წლის გოგოს ცოცხლად დაწვის გამო 16 პირს სიკვდილი მიუსაჯეს

Category: Gender based violence 
2019-10-24

ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის გოგოს, ნუსრატ ჯაჰან რაფის ცოცხლად დაწვის გამო 16 პირს სიკვდილი მიუსაჯეს. ნუსრატმა სექსუალურ შევიწროებაში თავისი სკოლის დირექტორი დაადანაშაულა, რის შემდეგაც დირექტორი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გოგოს მკვლელობა ციხიდან სწორედ დირექტორმა შეუკვეთა.

 

სიკვდილმისჯილებს შორის არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დაწვეს გოგო, ასევე, ისინიც, ვინც დანაშაული დაფარა, მათ შორის ორი მასწავლებელიც. გარდა ამისა, დადგინდა, რომ რამდენიმე პოლიციელი ნუსრატის თვითმკლელობაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

 

27 მარტს ნუსრატმა განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა ოფისში დაიბარა და სექსუალურად შეავიწროვა, მან კი გაქცევა მოახერხა. 19 წლის გოგომ ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაში საჩივარი შეიტანა და დაცვა ითხოვა. პოლიციის ოფიცერმა, რომელმაც ის გამოკითხა, თავისი მობილურით ვიდეო გადაუღო. მოგვიანებით, ეს ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გოგო შეშინებულია და ხელებით სახის დამალვას ცდილობს. პოლიციის ოფიცერი კი ეუბნება, რომ "დიდი საქმე არ არის" და სახიდან ხელების ჩამოღებას სთხოვს. 27 მარტს, მას შემდეგ რაც გოგომ სექსუალურ შევიწროებაზე განაცხადა, სკოლის დირექტორი დააკავეს.

 

6 აპრილს ნუსრატმა ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მივიდა. მას სკოლის ეზოში ორმა მოსწავლემ სთხოვა, მეგობრის დასახმარებლად სახურავზე გაჰყოლოდა. სახურავზე მას ხუთი ადამიანი დახვდა, რომლებმაც ნუსრატმა საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

 

ნუსრატმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის 80 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, რის შედეგადაც ის 10 აპრილს გარდაიცვალა. 19 წლის გოგოს მკვლელობას საზოგადოების დიდი შეშფოთება მოჰყვა. მათ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker