Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ესპანეთში ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე გამამართლებელ განაჩენს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

Category: Gender based violence 
2019-11-01

ესპანეთში სასამართლომ 14 წლის გოგოს ჯგუფურად გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 5 კაცი გაამართლა, რასაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური ძალადობის ფაქტის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ძალის გამოყენება უნდა იყოს. ბარსელონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განმარტა, რომ მსხვერპლი უგონოდ იყო, შესაბამისად, მასთან სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად ძალის გამოყენება საჭირო არ ყოფილა და ასეთი ფაქტი სექსუალურ ძალადობად ვერ ჩაითვლება. 

 

თუმცა, მოსამართლემ ხუთივე ბრალდებული სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო და მათ 10-დან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. სექსუალური ძალადობის მუხლის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15-დამ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

 

უფლებდამცველების და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, სასამართლოს განაჩენი ბარსელონის მერმა ადა კოლაუმაც გააკრიტიკა.

 

„მე მოსამართლე არ ვარ და არ ვიცი, რამდენი წელი უნდა გაატარონ მათ ციხეში, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს არა შევიწროება, არამედ გაუპატიურებაა!“ - განაცხადა ადა კოლაუმ.

 

შემთხვევა კატალონიის ქალაქ მანრესაში 2016 წლის ოქტომბერში მოხდა. ორმა ესპანელმა, ორმა კუბელმა და ერთმა არგენტინელმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების მყოფ გოგოსთან სექსუალური კონტაქტი დაამყარეს.

 

მოსამართლის განცხადებით, მსხვერპლმა არ იცოდა, რას აკეთებდა და, შესაბამისად, არ შეეძლო სექსუალურ კონტაქტზე თანხმობა ან უარი ეთქვა.

 

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker