Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაათანაბრა ქალისა და კაცი მოთამაშეების ხელფასები

Category: Sport 
2019-11-06

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FFA) და ავსტრალიის ფეხბურთელთა პროფესიულმა გაერთიანებამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქალი და კაცი მოთამაშეები მიიღებენ შემოსავლის და საპრიზო თანხების თანაბარ წილს. ამის შესახებ ინფორმაციას FFA ავრცელებს.

 

ავსტრალია გახდა მესამე ქვეყანა მსოფლიოში ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის შემდეგ, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

 

ახლა ორივე გუნდი 2019-2020 წლების სეზონში მიიღებს ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის შემოსავლის 24% -ს და ეს მაჩვენებელი 2023 წლამდე ყოველწლიურად 1% -ით გაიზრდება. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის გუნდები ასევე მიიღებენ საპრიზო შემოსავლის 40%, ხოლო ჯგუფიდან გასვლისთვის შემოსავლის 50%-ს.

 

გარდა ამისა, ქალთა გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს უფლება საფეხბურთო მატჩებზე პირველი კლასით იფრინონ. ადრე ეს შესაძლებლობა მხოლოდ კაცთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ჰქონდათ.

 

ფედერაცია ასევე აპირებს შეცვალოს თავისი პოლიტიკა იმ ქალი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც დეკრეტულ შვებულებას იღებენ და მეტ ფინანსურ მხარდაჭერას  ჰპირდებიან ქალებს დეკრეტული შვებულების პერიოდში და ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ.

 

 

კაცთა გუნდის მოთამაშეები კვლავაც მეტ შემოსავალს მიიღებენ, რადგან კაცთა ტურნირებში უფრო დიდი საპრიზო ფონდია. მაგალითად, 2018 წელს მსოფლიო თასის დროს, ავსტრალიის კაცთა საფეხბურთო ნაკრებმა 5.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა არცერთი მატჩში არ მოუგია. ამასთან, 2019 წლის ქალთა მსოფლიო თასზე ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ორჯერ მოიპოვა  გამარჯვება, 1/8 ფინალამდე მივიდა და მხოლოდ 670 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker