Category: Gender in Caucasus 2019-12-17
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი ქალების ხელფასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1475 ლარია, ხოლო ქალების 551 ლარით ნაკლებია და 924 ლარს შეადგენს. 2018 წლის შესაბამის პერიოდში ეს სხვაობა 562 ლარს შეადგენდა და წელს მხოლოდ 11 ლარით შემცირდა.
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცის ხელფასი ქალის ხელფასზე კვლავ საშუალოდ 38%-ით მეტია.
2019 წელს საქმიანობის მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგის თანახმად, საქართველო 149 ქვეყანას შორის 99–ე ადგილს იკავებს, სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელის მიხევდვით კი ქვეყანა 85–ე ადგილზეა.
|