Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პირველად დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ქალმა მამაკაცს მოუგო

Category: Sport 
2019-12-20

დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ლონდონში მიმდინარეობს, ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

 

დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს 25 წლის ინგლისელმა ფალონ შეროკმა ისტორია დაწერა. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც PDC მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში მამაკაცი დაამარცხა -  თანამემამულე ტედ ევეტსი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

 

“მიხარია, რომ დარტსში ამას მივაღწიე. იმედი მაქვს, რომ სპორტის ამ სახეობაში მეტი ქალი ჩაერთვება,” - განაცხადა თვალცრემლიანმა შეროკმა გამარჯვების შემდეგ.

 

 

 

 

 

 

 

მატჩის გადამწყვეტი მომენტის ვიდეოს, რომელიც დარტსის პროფესიონალური კორპორაციის ტვიტერის გვერდზე აიტვირთა, ერთ საათში 300 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

 

მსოფლიოს ჩემპიონატზე წელს ორი ქალი მონაწილეობს. შეროკის გარდა, ტურნირში მონაწილეობისთვის იაპონელი მიკურუ სუძუკი შეირჩა, რომელიც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. თუმცა მან მატჩი ჯეიმს რიჩარდსონთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

 

 

 

შეროკი მეორე წრეში, შაბათს, ავსტრიელ მენსურ სულჯოვიჩს შეხვდება.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ქალებმა დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

 

 

დარტსის მსოფლიოს ჩემპიონატი ლონდონში 12 დეკემბერს დაიწყო და 1 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირი 1994 წლიდან ტარდება.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker