Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ირანის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა პროტესტის ნიშნად ქვეყანა დატოვა

Category: Sport 
2020-01-13

ირანის ერთადერთმა ოლიმპიელმა მედალოსანმა ქალმა, კიმია ალიზადეჰმა ქვეყანა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, აღარ უნდა, რომ ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ იარაღად გამოიყენოს. მან საკუთარი ინსტაგრამზე დაწერა, რომ ევროპაში გადავიდა.

 

 

”მე ვარ ერთ-ერთი იმ მილიონობით შევიწროვებული ქალიდან ირანში, რომელსაც წლების განმავლობაში ეთამაშებიან. მათ მივყავდი იქ, სადაც სურდათ. მე ვიცმევდი იმას, რასაც მეუბნევოდნენ. მე ვიმეორებდი ყოველ წინადადებას, რომლის მოსმენაც მათ სურდათ. ...არავის მივუწვევივარ ევროპაში და არც მაცდური შემოთავაზება მიმიღია. მაგრამ მე ვიღებ სამშობლოდან შორს ყოფნის ტკივილს და სირთულეებს, იმიტომ, რომ არ მინდა პირფერობის, სიცრუისა და უსამართლობის ნაწილი ვიყო", —  წერს ალიზადეჰი.

 

 

 

კიმია ალიზადეჰი ტაეკვონდოში ჩემპიონია, მან 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი, 57 კგ. წონით კატეგორიაში მოიგო.

 

 

როიტერსის ინფორმაციით, ირანის სპორტის მინისტრის მოადგილემ ამ თემასთან დაკავშირებით თქვა, რომ პოსტი არ წაუკითხავს, მაგრამ იცის, რომ სპორტსმენს ყოველთვის სურდა ფიზიოთერაპიის სწავლა გაეგრძელებინა.

 

 

ალიზადეჰი ირანული სპორტის მესამე მოწინავე ადამიანია, რომელმაც ბოლო თვეებში ქვეყნის წარმომადგენლობა შეაჩერა.

 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker