Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

დავოსი 2020: გენდერული თანასწორობა თავისთავად ვერ მიიღწევა

Category: Gender in the world 
2020-01-24

კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, სოციალური და გენდერული უთანასწორობა, სექსუალური უმცირესობების უფლებები- ეს ის ძირითადი თემებია, რომელიც განიხილება 50-ე ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF)  შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში.

 

ფორუმის თემა ყოველწლიურად იცვლება. 2020 წელი ეძღვნება მდგრად განვითარებას სლოგანით "დაინტერესებული მხარეები ერთობლივი და მდგრადი მშვიდობისათვის".

 

ფორუმის ერთ – ერთი მთავარი თემაა გენდერული თანასწორობა და თანამედროვე მონობა. WEF- ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მთელს მსოფლიოში გენდერული თანასწორობის მიღწევას თითქმის 100 წელი დასჭირდება. ანალიტიკოსების შეფასებით კი, თანამედროვე მონობის 10 მსხვერპლიდან 7 - ქალია.

 

ფორუმზე სიტყვით, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ- მინისტრი, სანა მარინი გამოვიდა. ფინეთის პრემიერ - მინისტრმა მთავრობებს და კომპანიებს უფრო მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქალთა უფლებები და ასევე აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა თავისთავად ვერ მიიღწევა.

 

”მსოფლიოში ქალი პრემიერ - მინისტრი უნდა გახდეს ახალი ნორმა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ. ფინეთში არის ხუთპარტიული კოალიციური მთავრობა და ყველა ამ პარტიის ლიდერი ქალია. იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ არ დავუთმობთ ამდენ დროს ამ ფაქტის განხილვას. გყავდეს განსხვავებული გენდერის და სხვადასხვა თაობების წარმომადგენლები ხელისუფლებაში უნდა აღიქმებოდეს ნორმად.

 

ჩვენ ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ თანასწორობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ყველა, გამონაკლისის გარეშე. ჩვენ გვჭირდება კანონები და სტრუქტურები, რომლებსაც  გენდერულ თანასწორობისკენ მივყავართ, რადგან ის თავისთავად ვერ მიიღწევა.. ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ გენდერული უთანასწორობა არაა მხოლოდ ქალების, არამედ ყველა ადამიანის პრობლემაა ”- განაცხადა სანა მარინმა.

 

 

 

ფორუმზე ფინეთის პრემიერ- მინისტრს მხარი დაუჭირა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პუმზილე მლამბო ნქგუკამ, რომელმაც განაცხადა:

 

 

"მსოფლიოს კანონმდებლების 75% მამაკაცია, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის მსოფლიოში კანონებს ქმნის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. თუ გენდერული პარიტეტია უნდა იყოს პარიტეტი და თუ ეს ასე არაა, ყველაფერი სიცრუეა“- განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

WEF- ის  ორგანიზატორების  განაცხადებით, წელს ქალთა მონაწილეობა ფორუმზე  24% -დე გაიზარდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 22% შეადგენდა. წლევანდელ ფორუმმა ვალდებულება აიღო გააორმაგოს ქალთა წარმომადგენლობა ღონისძიებებში 2030 წლისთვის.

 

 

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიულ დავოსში 21 – დან 24 იანვრის ჩათვლით 117 ქვეყნის სამი ათასი დელეგატი განიხილავს ეკონომიკასა და საზოგადოებაში საჭირო “რევოლუციურ” ცვლილებებს.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker