Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ინდოეთში აბორტი ნებადართული იქნება ორსულობის 24 კვირამდე

Category: Gender in the world 
2020-01-30

ინდოეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმად აბორტი ნებადართული იქნება ნაყოფის განვითარების პირველი 24 კვირის მანძილზე. თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ დოკუმენტს, შეიცვლება ქვეყანაში 50 წლის წინ  მიღებული კანონი, რომლის თანახმად, აბორტის გაკეთება 20 კვირის ორსულობის შემდეგ დაშვებული არ არის. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

 

 

მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები კანონპროექტს „პროგრესულ რეფორმად“ მიიჩნევენ. კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილების მიზანი ახალგაზრდა, დაუცველი და გაუპატიურებული ქალების მხარდაჭერაა.

 

 

”ეს მნიშვნელოვანია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქალი ვერ ხვდება, რომ ორსულია და აბორტის თაობაზე სასამართლოს უნდა მიმართოს” - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ, 10 წლის გოგოს აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა, რომელიც სავარაუდოდ მისმა ბიძამ გააუპატიურა.  ექიმებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ 32-ე კვირას, ორსულობის შეწყვეტა უკვე დაგვიანებული და "ძალიან სარისკო" იყო. გოგოს ორსულობის შესახებ მშობლებმა მაშინ გაიგეს, როდესაც ბავშვმა მუცლის ტკივილის შესახებ განაცხადა.

 

ინდოეთში ქალებზე ძალადობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კანონის გამკაცრების მიუხედავად, გაუპატიურების ფაქტები არ იკლებს. ბოლო 40 წლის მანძილზე ინდოეთის დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს მონაცემების მიხედვით, გაუპატიურების შემთხვევები 900%-ით გაიზარდა. 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით კი ქვეყანაში ბავშვის გაუპატიურების 10 854 შემთხვევა დაფიქსირდა.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker