Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

კონგრესმენი ქალები თეთრი ფერის სამოსით და ნენსი პელოსის რეაქცია ტრამპის გამოსვლაზე კონგრესში

Category: Gender in the world 
2020-02-05

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 თებერვალს წარმომადგენლობითი პალატის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. 80-წუთიან გამოსვლაში ტრამპმა "დიდებული ამერიკის დაბრუნებაზე" ისაუბრა. მისი გამოსვლის ბოლოს წარმომადგენლობით პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტის ასლი პირდაპირ ეთერში დახია.

 

 

 

 

 

 

დემოკრატი კონგრესმენი ქალები პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაზე თეთრი ფერის სამოსით მივიდნენ. მათ თეთრი ფერი იმ სუფრაჟისტი ქალების მხარდასაჭერად ჩაიცვეს, რომელთაც 100 წლის წინ ამერიკელი ქალებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს. კონგრესმენებმა სოლიდარობა გამოუხატეს ბრძოლას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართულია ქალთა თანასწოორბის მისაღწევად.

 

პროტესტს ნენსი პელოსიც შეუერთდა. ”მე ვამაყობ, რომ შევუერთდი ჩემს მეგობრებს @HouseDemWomen,” -  დაწერა მან თავის twitter-ში.

 

 

 

 

 

 

დაწყების წინ დონალდ ტრამპმა გამოსვლის ტექსტის ასლი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ნენსი პელოსის დაურიგა. პელოსიმ მას ხელი გაუწოდა, თუმცა ტრამპმა მას ხელი არ ჩამოართვა. სხდომის დატოვების შემდეგ პელოსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექსტის დახევა  „სხვა ალტერნატივების გათვალისწინებით,  კეთილშობილური ჟესტია. ეს ნამდვილად ბინძური გამოსვლა იყო”.

 

 

ტრამპის გამოსვლა დაძაბული იყო იმის ფონზეც, რომ დეკემბერში კონგრესის ქვედა პალატამ, რომლის უმრავლესობაც დემოკრატებს უჭირავთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.


 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker