Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ფინეთში ქალებს და მამაკაცებს დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა გაუთანაბრდებათ

Category: Gender in the world 
2020-02-06

ფინეთის ახალი მთავრობა გეგმავს გაათანაბროს  ანაზღაურებადი დეკრეტული  შვებულების ხანგრძლივობა ქალებისთვის და კაცებისთვის. თითოეულ მშობელს ექნება უფლება ისარგებლოს  ანაზღაურებადი დეკრეტული  შვებულებით 6.6 თვის (164 დღე) განმავლობაში.  ამის შესახებ იტყობინება ВВС-ი.

 

ინფორმაციის თანახმად, ასეთი სიახლე დაეხმარება კაცებს მეტი დრო გაატარონ შვილებთან. ასევე, ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

 

თუ მთავრობა დაამტკიცებს ცვლილებებს, კაცებისთვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა იქნება თითქმის 7 თვე. რაც შეეხება ქალებს, პარტნიორებს თავიანთი კვოტის გადანაწილების უფლება ექნებათ. გარდა ამისა, ქალები ასევე შეინარჩუნებენ უფლებას მიიღონ დამატებით ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულება მშობიარობამდე. არასრული ოჯახი, სადაც ბავშვს ზრდის მხოლოდ ერთი მშობელი, მიიღებს 7 თვიან ორ კვოტას ერთდროულად.

 

მოქმედი სისტემის თანახმად ფინეთში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა ქალებისთვის 4.2 თვეს შეადგენს, ხოლო მამებს ეძლევათ 2.2 თვიანი შვებულება. ამასთან, მშობლებს შეუძლიათ დამატებით კიდევ 6 თვიანი დეკრეტული შვებულების აღება, რომელიც მათ შორის უნდა განაწილდეს. თუმცა, საშუალოდ, ოთხი მამიდან მხოლოდ ერთი სარგებლობს დეკრეტული შვებულებით.

 

გასულ თვეში, ფინეთის პრემიერ- მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად მის ქვეყანას კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ფინელი კაცი ატარებს საკმარის დროს თავის მცირეწლოვან შვილებთან.

 

მსოფლიოში გენდერულად ნეიტრალური დეკრეტული შვებულების სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს. ასე პორტუგალიაში როგორც დედას, ასევე მამას 100% -იანი ხელფასის შენარჩუნებით შეუძლია 120 დღიანი დეკრეტული შვებულებით ისარგებლოს. ასევე მშობლებს ეძლევათ კიდევ 30 დღიანი შვებულება, იმ პირობით, რომ ისინი მიიღებენ ხელფასის მხოლოდ 80% -ს. დანიაში, მამაკაცებს დეკრეტული შვებულების აღება შეუძლიად მშობიარობიდან ორი კვირის განმავლობაში. ამავდროულად, ცოლ-ქმარს შეუძლია ერთმანეთში გაინაწილონ დეკრეტული შვებულება (4 თვე).

 

2018 წლის UNICEF- ის მოხსენების თანახმად, შვედეთმა, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ესტონეთმა და პორტუგალიამ, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს ოჯახში საუკეთესო პოლიტიკის შემოთავაზებისთვის (the best family-friendly policies).

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker