Category: Gender in Caucasus 2020-02-28
ჩრდილოეთ ოსური ტელეარხის «Осетия — Ирыстон»-ის წამყვანმა, კრისტინა კოკაევამ სამსახური დატოვა და მიზეზად მის მიერ მომზადებული გადაცემის ეთერში არ გაშვება დაასახელა. ამის შესახებ ჟურნალისტმა საკუთარ facebook- ზე დაწერა.
კოკაევას თქმით, დეკემბერში მან მოამზადა საახალწლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონმა ტიმურ აილიაროვმა და მსოფლიო არმრესტლინგის (მკლავჭიდის) ლეგენდამ, ირინა მაკეევამ მიიღო. თუმცა, ეთერში გავიდა მხოლოდ აილიაროვთან გადაღებული სიუჟეტი. მეორე რესპონდენტის ინტერვიუ არხის ხელმძღვანელობის მოთხოვნით "მაქსიმალურად ამოჭრეს".
”შემდეგ ეს აკრძალვა გავრცელდა მთელ სპორტულ ეთერზე. მე ამიკრძალეს ეთერში მომეწვია ქალი სპორტსმენები, რომლებმაც "მამაკაცურ“ სპორტის სახეობებში წარმატებებს მიაღწიეს, "- წერს წამყვანი. მისი თქმით, მან ზუსტად არ იცის ვინ დააწესა ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ტელეარხზე.
ჟურნალისტის განცხადებით, აკრძალვა დაწესდა ყველა წარმატებული ქალი სპორტსმენის გაშუქებაზე.
წამყვანმა აღნიშნა, რომ ამგვარი პოლიტიკა ”არღვევს მის, როგორც მედიის წარმომადგენლის და ასევე სპორტსმენთა უნივერსალურ უფლებებს”.
|