Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

პირველად ისტორიაში 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ყველაზე გენდერულად დაბალანსებული იქნება

Category: Sport 
2020-03-12

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადების თანახმად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე გენდერულად დაბალანსებული იქნება და ისტორიაში პირველად ქალი სპორტსმენები ოლიმპიელთა საერთო რაოდენობის 49% -ს შეადგენენ. 1996 წელს ოლიმპიურ თამაშებში ქალი სპორტსმენების რაოდენობა 36% იყო.

 

კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლების განაცხადებით, წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად ქალთა და მამაკაცთა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის განაცხადი მიიღეს. IOC- მა აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი მაღალი მაჩვენებლისა, გენდერული ბალანსი სრულად იქნება დაცული 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს, რომელიც პარიზში ჩატარდება.

 

IOC– მა ასევე ახალი წესი შემოიღო, რომლის თანახმად ოლიმპიადის საზეიმო გახსნის დროს ქვეყნის ეროვნულ დროშას კაცი და ქალი სპორტსმენი წაიღებენ, რაც სპორტში გენდერული თანასწორობის სიმბოლო გახდება.

 

დღეს 12 მარტს, ტრადიციულად ოლიმპიურ ჩირაღდანს საბერძნეთში, ოლიმპიაში აანთებენ.  პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას ქალი სპორტსმენი დაიწყებს. ეს პატივი წილად ხვდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონს პნევმატური პისტოლეტით სროლაში ანა კორაკაკის.

 

თუ ზოგად სტატისტიკას გადავხედავთ: ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში ქალი სპორტსმენები ოლიმპიელთა საერთო რაოდენობის 44%, ხოლო 2016 წლისთვის 45%-ს შეადგენდნენ.

 

შეგახსემებთ, რომ 2017 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა „ტოკიო-2020“-თან დაკავშირებით ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა გენდერული ბალანსის დაცვა. მაშინ IOC–მა პირობა დადო, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გენდერული ბალანსი სრულად - 50/50-ზე იქნება დაცული.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker