Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ევროდეპუტატი: კრიზისი აქაა, სადაც ცოტა ქალი და ბევრი კონსერვატორია

Category: Gender policy 
2009-06-12

მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი იმიტომ დაიწყო, რომ ხელისუფლებას ბევრი მემარჯვენე, მაგრამ ცოტა ქალი ჰყავდა, დარწმუნებულია ვენგრიელი ევროპარლამენტარი ზიტა გურმაი. ,,რაც უფრო მეტი ქალი მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მით უფრო ნაკლებია კრიზისი“,– თქვა მან ვილნიუსში გამართულ პრეს–კონფერენციაზე. ის გახარებულია დალი გრიბაუსკაიტესის გამარჯვებით არჩევნებში და აკრიტიკებს ლიტვის მომავალი მთავრის წინადადებას, შეუმციროს მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ხელფასი.

,,კრიზისი ნაწილობრივ დაიწყო იმითაც, რომ ხელისუფლებაში კონსერვატორები და ცოტა ქალები იყვნენ. ბევრი შეცდომა დაიშვა ფინანსურ, მანქანათმშენებლობისა და მშენებლობის სექტორში. შეხედეთ ბანკებს საფრანგეთსა და ისლანდიაში, რომლებმაც გაძლეს – მათ ქალები მართავენ. დღეს, სწორედ რომ დროა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია და ვინ ვართ ჩვენ“, – თქვა ზიტა გურმაიმ. მისი სიტყვებით ევროკომისიის თავმჯდომარეს ხოსე მანუელ ბაროზის ,,არ ჰქონდა გეგმა კრიზისის გადასალახად“.

ზ. გურმაის სიტყვით, ხელისუფლებაში 85% მამაკაცია, რომლებიც წყვეტენ აბორტის, ჯანდაცვის საკითხებს. ,,თვენ ნორმალურად გეჩვენებათ ის, რომ ქალების საკითხს მამაკაცების წყვეტენ? – რიტორიკულად იკითხა მან და დასძინა, რომ ,,ყველაფერი უკეთესადაა თუ პარტიის ხელისუფალთა შორის ქალები არიან“.

ზ. გურმაიმ მოითხოვა დ. გრიბაუსკაიტეს გამარჯვების შეფასება საპრეზიდენტო არჩევნებში. ევროპარლამენტარმა გაიხსენა, რომ ევროპარლამენტში ის იმავე სადალაქოს მომსახურებით სარგებლობდა, რითაც დ. გრიბაუსკაიტესი. ,,ის ეჭვობდა, ღირდა თუ არ არჩევნებში მონაწილეობა. მე ვეუბნეოდი: თუ არ ცდით, ვერ გაიმარჯვებთ. გამეხარდა, როდესაც გავიგე მისი გამარჯვების შესახებ, მაგრამ გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ მას სურს ქალებს, რომლებიც ბავშვების მოვლის გამო შვებულებაში არიან, ხელფასი შეუმციროს. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია ლიტვაში არ ყოფილა, არ იღებს ინფორმაციას საზოგადოებისგან, თუ რა ესაჭიროება მას“, – თქვა სტუმარმა.


თარგმანი: პორტალი GINSC

Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker