Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აფხაზეთიდან დევნილი ინვალიდი ქალბატონი მეტროს სადგურ "დელისში" ცხოვრობს

კატეგორია: დევნილები 
2010-04-01

აფხაზეთიდან დევნილი ინვალიდი ქალბატონი მეტროს სადგურ "დელისში" ცხოვრობს. 40 წლის ნანა კალანდია მოძრაობა "შემოგვიერთდიმ" აღმოაჩინა, რომელიც მიუსაფართა აღწერას აწარმოებს. "ეს ქალბატონი დელისის მეტროში, ყუთებში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ თავშესაფარი არ აქვს, წელსქვემოთ მოწყვეტილია და სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. როგორც ნანა კალანდიამ განგვიცხადა, მან დახმარებისთვის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანსაც მიმართა, თუმცა სამინისტროში "ფორმა #100" მოსთხოვეს, რისი საშუალებაც არ ჰქონდა. ამასთან, გრძელვადიანი პროცედურების გავლა იყო საჭირო, მის სიცოცხლეს კი საფრთხე ემუქრება და ამდენი დრო არ ჰქონდა. შესაბამისად, ქალბატონმა ჩვენ გვთხოვა, მისი ამბავი მასმედიის საშუალებით გაგვეხმაურებინა. ჩვენ მივმართავთ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ასევე ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის და უბრალო მოსახლეობას, დავეხმაროთ უსახლკარო ქალბატონს. დღეს ვაპირებთ, სასწრაფო დახმარების საშუალებით იგი რომელიმე საავადმყოფოში მივიყვანოთ, შემდეგ კი მიუსაფართა თავშესაფარში გადავიყვანოთ, თუ, რა თქმა უნდა, მიიღებენ, ვინაიდან ამაზეც უარი უთხრეს," - განუცხადა "პირWელს" მოძრაობა "შემოგვიერთდის" წევრმა თიკო ნიბლოშვილმა. მოძრაობა "შემოგვიერთდი" დღეს, 13:00 საათზე მეტრო "დელისთან" შეიკრიბება და შესაბამის უწყებებს ნანა კალანდიას დახმარების მოთხოვნით მიმართავს.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker