“რომპეტროლ საქართველო’’ დევნილებს ასაქმებს. დიდი და პატარა ლიახვის ხეობის 17 იძულებით გადაადგილებული კომპანიის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურებზე იმუშავებს. „რომპეტროლმა“ სამსახური 3 პრობაციონერსაც მოუძებნა. დასაქმებულებმა 1 კვირიანი გადამზადება გაიარეს, დღეს კი, საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მსგავსი აქცია სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.