Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნაომი კემპბელმა შოკოლადის კომპანიასთან დავა წააგო

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2011-06-23

რეკლამის სტანდარტების ბრიტანულმა კომიტეტმა ცნობილ მოდელს ნაომი კემპბელს მხარი არ დაუჭირა და რასიზმთან დაკავშირებული მისი ბრალდებები შოკოლადის მწარმოებელი ფირმის Cadbury-ის მიმართ გააბათილა.

შეგახსენებთ, შავი ავაზა შოკოლადის ბრენდის სარეკლამო პლაკატებზე გაკეთებულმა წარწერამ აღაშფოთა, სადაც კემპბელი შოკოლადთან არის შედარებული. სლოგანი გვამცნობს: "გაიწიე ნაომი, ქალაქში ახალი დივა გამოჩნდა".

კემპბელმა კომპანია რასიზმში დაადანაშაულა. მწარმოებლებმა რეკლამები მთლიანად გაანადგურეს და მოდელის დარწმუნება სცადეს იმაში, რომ არავის წყენინება არ სურდათ, უბრალოდ, დაუფიქრებლად მოიქცნენ.

ამის შემდეგ ბრენდის მესვეურებმა ნაომის თავიანთ პერსონალურ ვებ-გვერდზე ბოდიშიც კი მოუხადეს.

მაგრამ ნაომის დამშვიდება არც ისე იოლი აღმოჩნდა. მან რეკლამის სტანდარტების ბრიტანულ კომიტეტს მიმართა, თუმცა ამაოდ - ბრიტანულმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ რეკლამა აბსოლუტურად გასაგებია და ნაომის შოკოლადის ფილასთან შედარება, მხოლოდ და მხოლოდ მისი პოპულარობის წყალობით მოხდა და რასიზმი აქ არაფერ შუაშია.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker