Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ალინა კაბაევა სექსუალური პოლიტიკოსი ქალების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2011-06-23

ამერიკელმა ჟურნალისტმა ერიკ გოლუბმა მსოფლიოს სექსუალური პოლიტიკოსი ქალების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგი გაზეთ The Washington Times-ის ბლოგში გამოქვეყნდა. ქალები სიაში სამ ჯგუფად არიან დაყოფილნი - "მემარჯვენეები", "მემარცხენეები" და "ცენტრისტები". რეიტინგში დემოკრატებისა და ლიბერალების სიის სათავეში რუსი ალინა კაბაევა აღმოჩნდა.

კაბაევა ამჟამად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პარტია "ედინაია როსიას" წარმომადგენელი დეპუტატი და დუმის ახალგაზრდების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ამერიკელებმა ალინა სპორტული მიღწევების, სილამაზისა და სექსუალობის მიხედვით შეარჩიეს.

რეიტინგში აღმოჩნდა ასევე ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე ოპრა უინფრი, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა. ოპრა უინფრი ჟურნალმა Forbes-მა 2010 და 2009 წლების ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. კაბაევასა და უინფრის გარდა, დემოკრატებისა და ლიბერალების ათეულში NBC-ის კომენტატორი ნორა ო’დონელი (მეცხრე ადგილი), ადვოკატი თამარა ჰოლდერი (მეშვიდე ადგილი) და მსახიობი თინა ფეი (მეექვსე ადგილი) აღმოჩნდნენ.

ცენტრისეტბისა და დამოუკიდებელი პოლიტიკოსების ათეულს 18 წლის მაროკოელი მოცეკვავე კამილა ელ-მაჰრუგი (რუბი) უდგას სათავეში, რომელმაც იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერსლუსკონისთან სკანდალური კავშირით გაითქვა სახელი - პრემიერს რუბისთან (რომელიც იმ დროს არასრულწლოვანი იყო) სექსუალურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ.

სიის მეცხრე ადგილზე ფრანგი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მელისა ტერე აღმოჩნდა. 2006 წელს Daily Express-მა ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზ რეპორტიორად დაასახელა. ამერიკულმა ჟურნალმა Maxim-მა მელისა ყველაზე სექსუალურ ტელეწამყვანად აღიარა, ფრანგულმა გამოცემა FHM-მა კი - მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად.

მეექვსე და მეორე ადგილები ასევე ჟურნალისტებმა - CNN-ის წამყვანმა ერინ ბერნეტმა და დაგენ მაკდაუელმა დაიკავეს.

რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ათეულს ლიკუდის პარტიიდან ქნესეთის წევრი ებრაელი ციპი ჰოტოველი უდგას სათავეში. მერვე ადგილი ოჰაიოს ვიცე-გუბერნატორმა მერი ტეილორმა დაიკავა, მეექსვე კი - ალიასკის ექს-გუბერნატორმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა სარა პეილინმა. მეორე ადგილის მფლობელი ვისკონსინის შტატის გუბერნატორი რებეკა კლიფიში გახდა.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker