Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობები

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2011-07-06

ანჯელინა ჯოლი და სარა ჯესიკა პარკერი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან. მათ 2010 წლის მაისიდან 2011 წლის მაისამდე 30 მლნ გამოიმუშავეს და ”ფორბსის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგში პირველი ადგილები გაინაწილეს.

”ფორბსის” მონაცემებით, ანჯელინას შემოსავალი ”სოლტმა” და ”ტურისტმა” მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმები ამერიკაში არც თუ ისე წარმატებული იყო, ევროპაში სოლტმა 300 მლნ, ხოლო ”ტურისტმა” 280 მლნ დოლარი მოგება მოიტანეს.

ანჯელინა ჯოლისთან პირველ ადგილს სარა ჯესიკა პარკერი იყოფს. ფილმმა ”სექსი დიდ ქალაქში - 2” შემქმნელებს 290 მლნ დოლარი მოუტანა. გარდა ამისა, სარა ჯესიკა პარკერმა შემოსავლის ნაწილი რეკლამებიდან და საკუთარი პარფიუმერიის გაყიდვიდან მიიღო.

პირველი ხუთეულის დანარჩენი წევრები არიან: ჯენიფერ ენისტონი (28 მლნ), რიზ უიზერსპუნი (28 მლნ), ჯულია რობერტსი (20 მლნ).

მეექვსე ადგილზეა კრისტენ სტიუარტი 20 მლნ-ით. კრისტენს კეტრინ ჰეიგლი (19 მლნ) და კამერონ დიასი (18 მლნ) მოსდევს.

შარშან მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულს სანდრა ბალოკი ედგა სათავეში. ახლა ის 15 მლნ დოლარით მე-9 ადგილზეა.

ჰოლივუდის მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულს მერილ სტრიპი ასრულებს. მსახიობმა გასულ წელს მხოლოდ 10 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker