Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იგორ ამიროვი: "სააგენტოს დახმარებით ქართველი მოდელების სილამაზეს და გამორჩეულობას მალე მთელი მსოფლიო აღიარებს"

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2011-07-06

სამოდელო სააგენტო "ნიკიტა მოდელსის" პრეზიდენტის იგორ ამიროვის განცხადებით,  "სააგენტოს დახმარებით ქართველი მოდელების სილამაზეს და გამორჩეულობას მალე მთელი მსოფლიო აღიარებს".

ამის შესახებ ამიროვმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "ნიკიტა მოდელსი" საქართველოდან მსოფლიო პოდიუმებისკენ ძალიან ბევრ ქართველ მოდელს გაუკვალავს გზას".

მისივე თქმით, სააგენტოს პრეზენტაცია თბილისის მერიის,  "ბარამბოს", "ბერტას", "პეპსის", "თბილღვინოს", "აფთაუნ თბილისის", "რაკინ დეველოპმენტის", "რაკიას", "შერატონ მეტეხი პალასის",  "ალ ჰამრას", "აბსორბას", "ჟან ბურჟუს" და Region TV-ს მხარდაჭერით ხვალ, 21:00 საათზე რიყეზე, ახლადგახსნილ პარკში იგეგმება.

 "ჩვენი მოდელები ისეთი ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობენ, როგორებიცაა DIOR, Max Mara, Poul Smith, Celine, Zuhair Murad, Frankie Morello, ESCADA. სააგენტოს მოდელები სხვადასხვა დროს დაკავებულები იყვნენ ისეთი ბრენდების ფოტოსესიებისთვის, როგორებიცაა  "Dolce & Gabbana", "MTC", "Life", "PEPSI", "Coca-Cola", "Samsung", "LG", "Honda"  და სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მოდელების სილამაზეს და გამორჩეულობას "ნიკიტა მოდელსის" დახმარებით მალე მთელი მსოფლიო აღიარებს", - განაცხადა "ნიკიტა მოდელსის" პრეზიდენტმა.

 "ნიკიტა მოდელსი" საერთაშორისო სამოდელო სააგენტოა, რომელსაც ამ დროისთვის ფილიალები არა მარტო უკრაინასა და საქართველოში, არამედ ესპანეთსა და ჰონკონგშიც გააჩნია. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 250-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ამავე სააგენტოს მოდელია ისეთი პრესტიჟული საავტომობილო ბრენდის სახე, როგორიცაა "Jaguar", მოქმედი "მის უკრაინა" და "მის კიევი".

 სპეციალურად პრეზენტაციისთვის საქართველოში უკრაინელი ტოპ-მოდელები და დიზაინერები ოლეგ სკირდა და ირა კრასილნიკოვა ჩამოვლენ და საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ. ოლეგ სკირდას ერთ-ერთი კოლექცია ჟ’ადორე ლა ჩოუტურე იქნება.

 სკირდა ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრციდან ერთადერთი დიზაინერია, რომლის საცურაო კოსტიუმი 12 000 ევროდ გაიყიდა. ირა კრასილნიკოვა კი უკრაინული ელიტის უსაყვარლესი დიზაინერია. მან სახელი იმით გაითქვა, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოდელიორია, რომელმაც ფეშენ ვიქში მიიღო მონაწილეობა.

 პოდიუმზე "ნიკიტა მოდელსის" დამწყები მოდელი-ბავშვებიც გაივლიან, რომლებიც ბრენდების "აბსორბას", ჟან პოლ გოტიეს, "კენზოს" და ჟან ბურჟუს კოლექციებს გამოიტანენ.

 რაც შეეხება პრეზენტაციის სხვა დეტალებს, ჩვენების მუსიკალურ და სანახაობრივ მხარეზე პოპულარული უკრაინელი ქალი-დიჯეი ლერა იზრუნებს შოუ "ბოდი-არტ ბალეტის" ულამაზეს გოგონებთან ერთად. 

 პრეზენტაციის სპონსორობა კომპანიებმა "ბარამბომ", "ბერტამ", "პეპსიმ", "თბილღვინომ", "აფთაუნ თბილისმა", "რაკინ დეველოპმენტმა", "რაკიამ", "შერატონ მეტეხი პალასმა", "ალ ჰამრამ", "აბსორბამ" ითავეს, მედია-სპონსორი და მხარდამჭერია Region TV, ხოლო მედიაპარტნიორები - "რუსთავი 2", "იმედი", "რეალ ტვ", "თბილისელები", რადიო "ქალაქი". მოდელების ვიზაჟსა და ვარცხნილობაზე  სილამაზის სალონების ქსელი "მელანჟი" იზრუნებს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker