Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქართული ენის შესწავლა ეთნიკური უმცირესობებისთვის

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-03-07

ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს   ელექტრონულად ქართული ენის შესწავლას სთავაზობს.
 
„ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი“ თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  ვებგვერდზეა  (www.ice.ge/elearning_geo )  განთავსებული.
 
პროექტის ავტორის და ხელმძღვანელის, ასევე,  არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს არის პირველი უფასო ელექტრონული რესურსი, რომელიც ნებისმიერი მსურველისათვისაა ხელმისაწვდომი და ის ენის ფლობის დონეთა ევროპული სტანდარტის მიხედვითაა აგებული.
 
“ეს პროექტი ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეისწავლონ ქართული ენა. პროექტს ახლავს გზამკვლევი და გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ვებ-გვერდზეა განთავსებული. გავითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ რეგიონში შეიძლება არ იყოს ინტერნეტი ამიტომ დისკებზე ჩავწერეთ  გაკვეთილები და უკვე ძალიან დიდი ნაწილი გავავრცელეთ.”
 
პროექტის ავტორების ინფორმაციით, ელექტრონული კურსი საშუალებას აძლევს კომპიუტერის ნებისმიერ მომხმარებელს,  ასაკის შეუზღუდავად, ეტაპობრივად, საფუძვლიანად შეისწავლოს ქართული ენა - ლექსიკა, გრამატიკა, ფრაზეოლოგია. გამართოს მეტყველება, დახვეწოს წერის კულტურა. ყველა ინსტრუქცია და გრამატიკის ბლოკი წარმოდგენილია როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. A1, A2 და B1 დონეები მთლიანობაში 100 თემას აერთიანებს.
 
კურსი შეიცავს 316 (რვა ტიპის) ინტერაქტიულ სავარჯიშოს, 142 საკითხავ ტექსტს, 702 ზეპირ და წერით სავარჯიშოს, 168 თვითშეფასების ტესტს, 125 აუდიოფაილს, 33 ანიმაციურ ფაილს, 12 ვიდეო- და 161 გრაფიკულ ფაილს.
 
“სურბ ეჩმიაძინის” სახელობის ეკლესიასთან არსებული სომხური კულტურული ცენტრის “ჰაიარტუნის” პრესპიკერი სუსანა ხაჩატურიანი ამბობს,  რომ ეს პროექტი ეთნიკური უმცირესობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში არის ისეთი რეგიონები, სადაც კომპაქტურადაა ჩასახლებული არაქართული მოსახლეობა და მათ არ აქვთ გარშემო ურთიერთობის და ენის სწავლის საშუალება.
 
“არაქართველმა მოსახლეობამ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობს. ხშირად არ იცის სახელმწიფო ენა, ამიტომ ეს იქნება დამხმარე რგოლი რომ ისწავლონ ქართული ენა. ვიცი რამდენიმე სომხეთის მოქალაქე, ვისაც დიდი სურვილი აქვს ისწავლოს ქართული და იმათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.”
 
პროექტი პირველი უფასო ელექტრონული პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციას სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker