Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-04-23

საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემა არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რეგიონული ენების სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

როგორც პრემიერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე საუბრისას განაცხადა, საქართველოს ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უმცირესობებმა ჩვეულებრივ მოქალაქეებად იგრძნონ თავი და საქართველო იყოს მათთვის ისეთივე სამშობლო, როგორიც ქართველებისათვისაა.
 
მისივე თქმით, არსებული მდგომარეობაც ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში არ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს.
 
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობებისთვის გაცილებით პრობლემატურია თავად სახელმწიფო ენის შესწავლა.
 
„არ არსებობს პრობლემები ეროვნული უმცირესობების თუ რეგიონული ენების დაცვის კუთხით. მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე რეგიონული ენების შესწავლა თუ დაცვა. პრობლემა უფრო იმაშია, რომ მათ აითვისონ სახელმწიფო ენა, რაც მათ საშუალებას მისცემდა საზოგადეობაში უკეთესი ინტეგრაციისათვის", - განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა.

 

წყარო 

ტეგები: ბიძინა ივანიშვილი ეთნიკური ჯგუფები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker