Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პროექტის პრეზენტაცია მარნეულსა და კოდის დევნილთა ჩასახლებაში

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-05-28

2013 წლის 8 მაისიდან ფონდი ,,ტასო”, პროექტის  - „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” - ფარგლებში, ატარებს პრეზენტაციებს საქართველოს საზღვრისპირა და და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

ფონდი ტასო ახორციელებს სოციალურ  მობილიზაციას, რაც გულისხმობს სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ აქტიური და ეფექტური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და იმ პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რომელიც ზეგავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. პროექტის ფაგრლებში ფონდი ტასო ქტიურად ითანამშრომლებს ასევე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან.

პრეზენტაციები ჩატარდა კოდის დევნილთა ჩასახლებასა (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) და აღმამედლოში (მარნეულის მუნიციპალიტეტი). მასში მონაწილეობდნენ  პროექტის პირველი ფაზის განხორციელების პროცესში ჩართული სათემო მუშაკები და რეგიონული იურიდიული კლინიკების იურისტები, რამაც აქტიური დაინტერესება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. იმედია, რომ მათთან თანამშრომლობა შედგება და ეფექტურად გაგრძელდება მომავალშიც.
პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში”, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით ხორციელდება. მას მხარს ნორვეგიის მთავრობა უჭერს. პროექტის მიზანი იძულებით გააადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაა.

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: ფონდი ტასო ქალები თანასწორობა მშვიდობა განვითარება დევნილთა ჩასახლებები პრეზენტაციები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker