Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ხელისუფლების მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი ძალისხმევა "პრაქტიკულად უაზროა"

ალექსანდრა ტოპინგი
კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2013-05-29

ქალთ ორგანიზაციების ჯგუფის თანახმად, გარკვეულ სფეროებში მთავრობის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის "პრაქტიკულად უაზრო".

ხუთშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში,  კოალიცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად - 60 ქალთა ორგანიზაციის გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის პრვენციას - ხელისუფლების მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს 10-დან  2.5 ქულით აფასებს და ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის  სათაო ოფისის, საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის და სამეფო პროკურატურის მიერ ინიცირებული პოზიტიური ქმედებები შეფერხებულია განათლების და კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტების მიერ.

მთელი რიგი გახმაურებული სექსუალური და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ფონზე, ჯგუფმა მოუწოდა ხელისუფლებას შექმნას საგანმანათლებლო პროგრამა სექსისა და ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავს  სავალდებულო თანხმობისა და პატივისცემის საკითხებს. "ბოლო თვეების განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული იყო ბევრი შემთხვევა ბავშვთა სექსუალური ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციის და მკვლელობების შესახებ, რომელთა რიცხვიც არ იკლებს“, - განაცხადა კოალიციის თავმჯდომარე მარია ლარასიმ.
 
"ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება პასუხი პრემიერ მინისტრისგან არა მხოლოდ მთავრობის მიერ გატარებული პოლიციური ღონისძიებების, არამედ პირველ რიგში ამ ძალადობის პრევენციის გეგმებზე. გარდაუვალია, რომ სტრატეგიულ პოლიტიკით  სესაძლებებლია გამოვლინდეს რისკები და მოხდეს ძალადობის პრევენცია. ამჟამად ამ მიმართულებით მთავრობის მუშაობას აქვს ბევრი ხარვეზი და განათლების პოლიტიკის დანერგვა არის გამოსავალი მისი გაუმჯობესებისთვის."

გააკრიტიკეს განათლების დეპარტამენტი, რომელმაც ვერ შეძლო მხარი დაეჭირა მთავრობის მიერ განხორციელებული ოჯახში ძალადობის დაძლევის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, როგორიც იყო  დიდი ბრიტანეთის მთავრობის  სათაო ოფისის კამპანია "ეს შეურაცყოფაა", რომელიც გამოჩნდა ინტერნეტში, ახალგაზრდულ ტელევიზიებსა და კინოთეატრებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების დეპარტამენტმა არ გაავრცელა მასალა კამპანიის შესახებ და არ გააფრთხილა სკოლები და მასწავლებლები, რათა მომზადებულები ყოფილიყვნენ იმ შემთხვევებისთვის,  თუ ბავშვი  , აღნიშნული კამპანიის შედეგად, მიმართავდა მათ შეურაცყოფის ფაქტების გასამჟღავნებლად.მოხსენებაში ნახსენებია აგრეთვე, რომ 2012 წლის დასაწყისში, განათლების დეპარტამენტის ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი  ექსპერტთა ჯგუფი დაიშალა და "ჩვენი ექსპერტების თანახმად,  მასწავლებლების  და თანამშრომლებისთვის არ ხდებოდა დაცვის საკითხებზე საკმარისი ტრენინგიების ჩატარება".

გასულ წელს სახელმწიფო მდივანმა განათლების საკითხებში  მაიკლ გოვმა უარყო სამუშაო გეგმა ინგლისურ დაწყებით სკოლებში სავალდებულო სქესობრივი განათლების გაკვეთილების დანერგვის შესახებ და  განათლების კომიტეტს განუცხადა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი კარგი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებსა და   "სარისკო ქცევაში" მათი მონაწილეობის შანსებს შორის.

"თუ სამთავრობო უწყებები ერთად არ მუშაობენ ძირითად ინიციატივებზე, მათი ეფექტურობა შესუსტდება," აცხადებს ჰოლი დასტინი, კოალიციის მენეჯერი  ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად. "ხელისუფლების გარკვეულ სფეროებში მმდინარეობს პოზიტიური მუშაობა, მაგრამ, სამწუხაროდ სხვა სფეროებში ხელისუფლების ძალისხმევა ფაქტობრივად უაზროა".

YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელშიც 2,000-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, აღმოჩნდა რომ გამოკითხულ ბრიტანეთის მოზარდთა 86%-ს  მიაჩნია, რომ  სქესისა და ურთიერთობების შესახებ განათლება "რომელიც სექსუალურ თანხმობას და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს ეხება" უნდა იყოს სავალდებულო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. გამოკითხულთა მესამედს მიაჩნდა, რომ მათი სკოლები უფრო  მეტს უნდა აკეთებდეს ძალადობის პრევენციისთვის, ხოლო 44% -ს პასუხი არ ქონდა. 87% -ს მათგან, ვისაც მიაჩნდათ რომ სკოლები უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ,  აცხადებდნენ, რომ მასწავლებელებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი გადამზადება ძალადობის პირველი ნიშნების უკეთ გამოსავლენად; მათი 76% აცხადებს, რომ სკოლებში უნდა ტარდებოდეს "სექსუალური დაშინების" წინააღმდეგ აქტიური ქმედებები, ხოლო  65% თანხმდებოდა, რომ სკოლებს უნდა ჰქონდეს ნათლად ჩამოაყალიბებული პოლიტიკა   სკოლაში პორნოგრაფიის აკრძალვასთან დაკავშირებით, მათ შორის სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გზით.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის  სათაო ოფისის პრეს სპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ  „მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“,  მათ შორისაა თანხის გამოყოფა სექსუალური და  ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი მომსახურებისათვის,  შეურაცყოფის  ორი ახალი ფორმის სამართალდარღვევად ცნობა (კიბერშეურაცხყოფა და დამცირება),  იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია და ქალის გენიტალური დასახიჩრების წინააღმდეგ კამპანიის დანერგვა. "ჩვენ აქტიურად ვანხორციელებთ ღონისძიებებს, რათა შევძლოთ სექსუალური და ოჯახური ძალადობის პრევენცია, ვცდილობთ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად,  წარვადგინოთ დამნაშავეები სასამართლოს წინაშე და აღმოფხვრათ ეს შემაძრწუნებელი დანაშაულად სამუდამოდ."

განათლების დეპარტამენტის  პრეს სპიკერმა აღნიშნა, რომ სექსისა და ურთიერთობის შესახებ განათლება უკვე სავალდებულო იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. "ჩვენი ხელმძღვანელობა მკაფიოდ აცხადებს, რომ ბავშვებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ უნდა შეიცნონ და თავიდან აიცილონ ექსპლუატაცია და შეურაცხყოფა", განაცხადა პრესსპიკერმა. "მასწავლებლებმა ასევე უნდა გააცნონ  სექსუალური თანხმობის კონცეფცია და ასწავლიან მოსწავლეებს პატივი სცენ საკუთარ თავს და სხვებს. ჩვენ მხარი დაუჭირეთ „ეს შეურაცყოფაა“ კამპანის და  ხელმისაწვდომი გავხადეთ ის მასწავლებლებისათვის.  ჩვენ ასევე ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დაძლიოთ  ბავშვის სექსუალური ექსპლუატაცია, სექსუალური დაშინება  და ბავშვობის სექსუალიზაცია".

სქესობრივი განათლების ფორუმის თანახმად, დღევანდელი მთავრობა აცხადებს, რომ სავალდებულოა სექსუალური განათლების ბიოლოგიური ასპექტის სწავლება მაგრამ სექსისა და ურთიერთობების შესახებ განათლება "ამჟამად არ არის სავალდებულო, მაგრამ  შედის ეროვნული სასწავლო გეგმის პირადი, სოციალური, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განათლების ფარგლებში“. მთავრობის სახელმძღვანელო პრინციპებში განმარტებულია: "მშობლებს აქვთ უფლება სრულად ან  ნაწილობრივ აარიდონ ბავშვები შემოთავაზებულ სქესობრივი განათლების მიღებას, მაგრამ არა ადამიანის ზრდის ბიოლოგიური ასპექტების და რეპროდუქციის სწავლებას, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული“.

დასტინმა განაცხადა: "ჩვენ დაბნეულები ვართ იმით, თუ რატომ აცხადებს განათლების დეპარტამენტი, რომ სექსისა და ურთიერთობების შესახებ განათლება  უკვე სავალდებულოა, როდესაც მინისტრებმა არაერთხელ განაცხადეს,  რომ ასე არ იქნება. არ არსებობს კანონი, რომელიც მოსთხოვს სკოლებს ყურადღება გაამახვილონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალური თანხმობა ან ჯანმრთელი და ღირსეული ურთიერთობები, რომელიც რათქმაუნდა არ გულისხმობს ისეთი მავნე შეტყობინებების გადაცემას, როგორსაც პორნოგრაფია აგზავნის ".

თარგმანი: პორტალი GINSC

წყარო 

ტეგები: ქალთა ორგანიზაციები ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker