Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-08-30

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში, საქართველოში, მუსლიმ თემის წარმომადგენლებთან მიმართებით მომხდარი ექსცესების გამო.

როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ექსცესები ზოგიერთ შემთვეევაში, მოსახლეობის ან სახელმწიფო უწყების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებებით ან უმოქმედობით გამოიხატა.

"ბოლო პერიოდში, მუსლიმ თემთან მიმართებით (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო) მომხდარი ფაქტები, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის შვილებს შორის რელიგიური ნიშნით გაუცხოებას და ვითარების დაძაბვას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის ფაქტი, რამაც მუსლიმ მრევლში და საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილში ნეგატიური შეფასება და პროტესტი გამოიწვია.

ვთვლით, რომ გადაუდებელი აუცილებლობაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროული და ეფექტური ღონისძიებები განახორციელოს: 1. ვითარების განმუხტვისთვის; 2. რელიგიური ნიშნით შესაძლო კონფრონტაციისა და დაძაბულობის პრევენციისთვის; 3. რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზე მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სოფელ ჭელას ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის საარაკო კეთილმეზობლობა და ჰარმონიული თანაცხოვრება, ქვეყანაში არსებული რელიგიური შეუწყნარებლობის ფონზე, სწორედ რომ სამოქალაქო თვითშეგნების, სოლიდარობისა და ტოლერანტობის საოცარი და ნათელი წერტილი იყო. ეს არის სოფელი, სადაც მუსლიმები ქრისტიან მეზობლებს ეკლესიის აშენებაში ეხმარებოდნენ და ქრისტიან მეზობელთაგან ხელი არავინ მოუწერა ერთ-ერთ "საინიციატივო ჯგუფს" მეჩეთის დანგრევის მოთხოვნის განცხადებაზე. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც მინარეთის დემონტაჟი მოხდა, ნაცემ და დაპატიმრებულ ხალხს ახალციხეში ჩამოჰყვა მთელი სოფელი, მათ შორის იყვნენ როგორც მუსლიმი ისე ქრისტიანი ჭელელები.

ჩვენთვის, როგორც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებისათვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და, მინარეთის დროული დაბრუნებით, სოფელ ჭელის მორწმუნე მუსლიმებს დარღვეული უფლებები აღუდგინოს.

ასევე, მივმართავთ როგორც პოლიტიკოსებს და სხვა საჯარო პირებს, ისე ყველა რელიგიურ თემს ბრძნულად და დიდი სისათუთით მოეკიდონ საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიათა და ეთნოსთა ისტორიული თანაცხოვრების სანიმუშო გამოცდილებას, გაითვალისწინონ ჩვენს ახლომდებარე რეგიონში არსებული რელიგიური დაპირისპირებებით გამოწვეული კონფლიქტები და ერთი ხელის მოსმით, ვიწრო პოლიტიკურ თუ რელიგიურ ინტერესებს არ შესწირონ საქართველოში სამართლიანობა, უსაფრთხოება და მშვიდობა.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო გამოვხატავთ ჩვენ სურვილსა და მზადყოფნას ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყანაში მშვიდობის, რელიგიათა შორის თანხმობის, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებში", - ნათქვამია სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადებაში.

წყარო: For.ge

წყარო 

ტეგები: მუსლიმი სახალხო დამცველი ეროვნული უმცირესობა მინარეთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker