Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სოფელი სადახლო რიგი პრობლემების წინაშე დგას

ქეთევან ნოზაძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-10-09

სადახლო ერთ-ერთი უდიდესი სოფელია, მარნეულის მუნიციპალიტეტში. 13 ათასი მოსახლე, რომელიც სადახლოში ცხოვრობს ძირითადად სოფლის მეურნეოობითაა დაკავებული. სოფელი მდებარეობს სომხეთის საზღვართან.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ფონდი ტასოს წარმომადგენლები ჩავიდნენ სადახლოს N2 სკოლაში, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ესაუბრნენ, შექმნილ სოციალურ პრობლემებზე. აღმოჩნადა რომ რეგიონში მცხოვრები ქალების ძირითადი პრობლემაა ის, რომ სოფელში არაა საბავშვო ბაღი. სოფელს წყლის პრობლემაც აქვს, სასმელი წყალი რომელიც დღის განმავლობაში მხოლოდ ორი საათით მიეწოდებათ სასმელად უვარგისია. მოსახლეობა არ არის ინფრორმირებული სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამების შესახებაც.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ქალაქ მარნეულში გაიხსნა საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც იურიდიულ კონსულტაციებს უწევს ადგილობრივებს.

პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში" ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ "ტასოსთან" პარტიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრი ქალთა საინფორმაციო ცენტრი ფონდი ტასო ქალები თანასწორობა მშვიდობა განვითარება საქართველო ეროვნული უმცირესობები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker