Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გურამ ოდიშარია ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებსა და ომბუდსმენს ხვდება

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-10-21

კულტურის მინისტრი საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებსა და საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ხვდება.


შეხვედრა კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს. კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას თქმით, ეროვნული მრავალფეროვნება საქართველოს დიდი ძალაა.
"მრავალფეროვანი მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის ძალა და სილამაზეა, რითაც სხვადასხვა ქვეყნები ინტერესდებიან, თუნდაც თბილისის ერთი უბანი ავიღოთ, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის კულტურის ძეგლია. ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, რელიგია ერთია, ერებს შორის სიყვარული მეორე საკითხიაო. აი სწორედ ამ სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მოვისმენ რა აწუხებს ჩვენს მეგობრებს. კულტურის სამინისტრო ყოველთვის ეხმარებოდა მათ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და მომავალი წლიდან უფრო მნიშვნელოვან კულტურულ პროექტებს განვახორციელებთ", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან, რათა ერთობლივად მოხდეს არსებული პრობლემების მოგვარება.


"რეგულარულად ხდება ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამჯერად კულტურის მინისტრს ვხვდებით. საჭიროა დიალოგი გაღრმავდეს, რაც საშუალებას მოგვცემს კულტურულ კვლევებთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


შეკრებაზე შეკითხვა სომხური თეატრის საკითხზე დაისვა. კერძოდ, კულტურის სამინისტრო გეგმავს თუ არა ავლაბარში მდებარე სომხური თეატრის რესტავრაციას, რაზეც გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს სომხური თეატრის გარემონტება ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, თუმცა მომავალ წელს პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის გარემონტება დაგეგმილია.
შეხვედრაზე მყოფმა საზოგადოებამ სომხური თეატრის რემონტის სპონსორის დასახელება მოითხოვა, თუმცა კონკრეტული პირის დასახელებისგან კითხვის დამსმელმა და კულტურის მინისტრმა უარი განაცხადეს.


 

წყარო 

ტეგები: კულტურის მინისტრი საქართველო ეროვნული უმცირესობები სახალხო დამცველი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker