ქეთი ნოზაძე კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 2013-10-25
2013 წლის 22 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში გაეროს ქალთა ორგანოზაციისა (UN Women) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა მარნეულის მუნუციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ ქალთა ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ საჭიროებებს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალთა უფლებების დამცველები და მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები.
აღმოჩნდა, რომ პრობლემები მართლაც ბევრია, მოსახლეობა არ ფლობს სრულ ინფორმაციას სახელმწიფო სადაზღვევო და ჯანდაცვის პროგრამებზე, არ ფუნქციონირებს ამბულატორიები და აფთიაქები სოფლად, რის გამოც მოსახლეობას ექმნება დაბრკოლება მედიკამენტების შესაძენად. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა მათთვის გასაგებ ენაზე ვერ იღებს ინფორმაციას ცხელი ხაზის ოპერატორებისგან. შეხვედრაზე მოსახლეობამ აზერბაიჯანულ ენაზე მოისმინა ყველა ინფორმაცია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შესახებ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ უახლოეს მომავალში მათი პრობლემები ნაწილობრივ გადაწყდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტნიორობით, პროექტს ახორციელებს ნორვეგიის მთავრობა. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მატი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანსასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.
წყარო: პორტალი GINSC
|