Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეროვნული უმცირესობების 72% ნაადრევადაა დაქორწინებული

ქეთევან ნოზაძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-10-31

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში ქვემო ქართლში ეროვნული უმცირესობების ქალთა მდგომარეობის კვლევის შედეგები წარადგინა.


კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა უმცირესობების ქალების მდგომარეობისა და საჭიროებების შესწავლა შემდეგი სფეროების მიხედვით: გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა, ჯანმრთელობა, განათლება, სოციალური დაცვა, ეკონომიკა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა.


როგორც შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ნაადრევადაა დაქორწინებული. რესპონდენტთა უმრავლესობამ არ იცის ქართული ენა, 7% წერა-კითხვის უცოდინარია, 33%-ს კი არასრული საშუალო განათლება აქვს.
მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. საბავშვო ბაღი ხელმიუწვდომელია ქალთა 80%-თვის, რომლებსაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები ჰყავთ და აცხადებენ, რომ მათ დასახლებაში საბავშვო ბაღი არ არის.

ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების საქმიანობისა და მათი მოვალეობების შესახებ არ არის ინფორმირებული გამოკითხულთა 77.6%. სამართლებრივი პრობლემების მოსაგვარებლად პოლიციას მხოლოდ 3.6%, ხოლო სასამართლოს - 2.3% მიმართავს. მიზეზი უნდობლობა და საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაციის ან ფინანსების არქონაა. კვლევა მიმდინარე წლის ივნის-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 500 სრულწლოვანი ქალი რესპონდენტი გამოიკითხა.


ეროვნული უმცირსეობის ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევა ქვემო ქართლის რეგიონში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში ჩატარდა ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით.

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ეროვნული უმცირესობები ქალთა მდგომარეობა კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker