Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრენინგი მარნეულის რაიონში შემთხვევვების მომწოდებლებთან

ქეთი ნოზაძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-11-05

013 წლის 1 ნოემბერს ქალაქ მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის - ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს დაესწრნენ მარნეულის რაიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოსა და სადახლოს, ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროს სათემო მუშაკები.


ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის "ერთი ფანჯრის" პრინციპის შეხვედრების მეთოდოლოგიის, შემთხვევების დოკუმენტირებისა და შედეგების მონიტორინგის გაცნობა.


ქალთა საინფორმაციო ცენტრი 2010 წლიდან იყენებს ერთი ფანჯრის პრინციპის მეთოდოლოგიას დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არის პირველი ტრენინგი მარნეულის რაიონში შემთხვევვების მომწოდებლებთან პროექტის ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" მეორე ფაზის ფარგლებში. მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ასეთი ტიპის ტრენინგები  გორისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებშიც.

 

პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“ ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ”ტასოსთან” პარტიორობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.  პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.

 

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: ქალები თანასწორობა მშვიდობა განვითარება ქალთა უფლებები გენდერული თანასწორობა ქალთა საინფორმაციო ცენტრი ეროვნული უმცირესობები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker