Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით''

ქეთევან ნოზაძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-11-19

2013 წლის 18 ნოემბერს, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით''. შეხვედრის მიზანი იყო სოფელ წინწყაროში მცხოვრები  მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მწვავე პრობლემების გადაწყვეტა. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია ალექსანდრე რუსეცკიმ.

 


საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და ბენეფიციარები, რომლებიც თავად წარადგენდნენ პრობლემურ საკითხებს.

 


განხილულ იქნა 6 შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისათვის სოფლის წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების საკითხი იყო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება მოსახლეობისა და შესაბამისი სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით. ზოგიერთი შემთხვევა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებდა და მისი მოგვარება რამდენიმე უწყების კომპეტენციის ფარგლებშია შესაძლებელი.  ბენეფიციარებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რომელ სამინისტროს ან მომსახურებას უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად. საკონსულტაციო შეხვედრაზე განხილული შემთხვევების გარდა გამოიკვეთა სხვა თემებიც, კერძოდ, მოსახლეობის ინფორმირების საკითხი.

 

 
ალექსანდრე რუსეცკიმ შესთავაზა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ დაინტერესების შემთხვევებში კონსულტაციას გაუწევს მათ, როგორ დაგეგმონ და განახორციელელონ ცვლილებები სწორად. მან ასევე წამოჭრა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი, რადგან მნიშვნელოვანია მოსახლეობა მეტად იყოს ინფორმირებული მათი მომსახურების შესახებ.

 


,,ერთი ფანჯრის პრინციპის” საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ,,ტასოსთან'' თანამშრომლობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.

 

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: ეთნიკური უმცირესობები გაერო ქალთა საინფორმაციო ცენტრი საკონსულტაციო შეხვედრა თეთრიწყარო ნორვეგიის მთავრობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker