Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შეხვედრა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედროებთან

კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2013-12-02

  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა საინჟინრო ბრიგადის სამშენებლო ბატალიონში გაიმართა. ბანიამინ კასიმოვმა ჯარისკაცებს მშობლიურ ენაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრისას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა სამხედროებმა საინჟინრო ბრიგადაში არსებულ პირობებზეკმაყოფილება გამოთქვეს. მათ განსაკუთრებული ყურაღება კვებაზე გაამახვილეს. იმ სამხედროებს, რომლებსაც რელიგიური მრწამსის მიხედვით გარკვეული საკვების მიღება ეკრძალებათ, თავდაცვის სამინისტრო სპეციალურად მათთვის ალეტერნატიულ კვების რაციონს უზრუველყოფს. სამხედროებმა სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ მსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელონ.

 

უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებთან შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული სამხედრო სამსახურისადმი ინტერესის გაღვივებას, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მათი პრობლემების გაზიარებას შემდგომი პრევენციის მიზნით.

 

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრები სხვადასხვა ქვედანაყოფში პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.

წყარო 

ტეგები: ეროვნული უმცირესობები შეიარაღებული ძალები თავდაცვის სამინისტრო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker