Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჟურნალისტიკა მომავლის გამოწვევებისთვის

კატეგორია: განცხადებები 
2014-02-07

პროგრამა ”ჟურნალისტიკა მომავლის გამოწვევებისთვის” განკუთვნილია დამწყები ჟურნალისტებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ განივითარონ ჟურნალისტური გამოძიების უნარები, გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო კანონების და პოლიტიკის სფეროში, ასევე გაზარდონ საკუთარი პროფესიული ქსელი.

ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამას ატარებენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და იგი ფოკუსირდება საგამოძიებო ჟურნალისტიკის თანამედროვე, მოწინავე ინსტრუმენტებსა და მეთოდებზე. სესიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ჟურნალისტური გამოძიების საფუძვლები, გამოძიების პროექტის დაგეგმვა და მართვა, ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის მიმოხილვა, პირადი უსაფრთხოება, კვლევა ინტერნეტის საშუალებით, დაშიფრვა, წყაროს დაცვა, ეთიკა და ახალი სოციალური მედიის გამოყენება საჯაროობის პლატფორმის სახით.

პროგრამა ჩატარდება რიგაში, ლატვიაში, სამ დამოუკიდებელ მოდულად:
მოდული 1: 5 – 9 მაისი, 2014
მოდული 2:  14 – 16 აგვისტო, 2014
მოდული 3:  24 – 28 ნოემბერი, 2014

პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:
• სამოგზაურო და საცხოვრებელი ხარჯები;
• სწავლება და სასწავლო მასალები;
• ვიზა;
• შესვენება ყავაზე, საუზმე (სასტუმროში), სადილი;
• გახსნის და დახურვის ვახშამი ყოველი მოდულისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობა
• დამწყებ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საგამოძიებო ჟურნალისტიკით (ამ სფეროში გამოცდილება საჭირო არ არის, მაგრამ გამოცდილება ზოგად ჟურნალისტიკაში სავალდებულოა);
• სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის რეზიდენტებს;
• 20-დან 35 წლამდე ასაკის პირებს;
• განმცხადებლები თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
შეირჩევა 25-მდე მონაწილე და ყველა მათგანის ხარჯები სრულად დაიფარება.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 თებერვალი, 2014.

წყარო 

ტეგები: ჟურნალისტიკა მომავლის გამოწვევებისთვის პროგრამა საგამოძიებო ჟურნალისტიკა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker