Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში - ქალთა საინფორმაციო ცენტრი შეხვედრას მართავს

კატეგორია: განცხადებები 
2014-02-10

საქართველო, თბილისი, 2014 წლის 11 თებერვალი, სამშაბათი, 10:00 სთ - სასტუმრო „Holiday Inn” (მისამართი: 26 მაისის მოედანი, # 1). ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის ”გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით” ფარგლებში, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამის” მხარდაჭერით, მართავს შეხვედრას თემაზე ”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში”.

შეხვედრის მთავარი თემაა სპეციალური ზომები და ღონისძიებები, რომელთა გატარებაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით იგეგმება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება  სხვადასხვა  ორგანიზაციის   ინიციატივები 2014  წლის  არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, პოლიტიკური პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წინადადება, საარჩევნო სიებში ქალებისთვის კვოტების გამოყოფის თაობაზე.

შეხვედრას დაესწრებიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. გაიმართება დისკუსია, სადაც ყველა მონაწილეს მიეცემა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.


პროექტის ”გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით”

პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, გაზარდოს ქალთა ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.


წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ქალთა საინფორმაციო ცენტრი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker