Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შეხვედრა "ერთი ფანჯრის" პრინციპით გორში

ქეთევან ნოზაძე
კატეგორია: დევნილები 
2014-04-04

2 აპრილის, გორის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა   გამართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით". შეხვედრის მიზანი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცოვრები  მოსახლეობის, განსაკუთრებით კი  საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის  პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიება.


შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი, ასევე, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.


შეხვედრაზე განხილულ იქნა 12 პრობლემური შემთხვევა, მათ შორის, ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხი. შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით ადგილზე მოიძებნა პრობლემის გადაჭრის გზები.

ბენეფიციარებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად. საკონსულტაციო შეხვედრაზე განხილული შემთხვევების გარდა გამოიკვეთა სხვა თემებიც, კერძოდ, მოსახლეობის ინფორმირების საკითხი.

პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის საქართველოში“,  ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ტასოსთან პარტიორობით. პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.  პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით.

წყარო: პორტალი GINSC

ტეგები: ქალები თანასწორობა მშვიდობა განვითარება საქართველო გაეროს ქალთა ორგანიზაცა ქალთა საინფორმაციო ცენტრი ფონდი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker